რამდენიმე დღის წინ ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიმართა, რომელიც კარიერაში მერვედ ლეო მესიმ მოიგო.
გარდა არგენტინელი ვარსკვლავის ტრიუმფისა, ქართველი გულშემატკივრისთვის აღსანიშნავი იყო ხვიჩა კვარაცხელიას ნომინანტებს შორის მოხვედრა და მე-17 ადგილზე გასვლა.
დაჯილდოვებაზე ხმა მსოფლიოს ასმა გამოცემამ მიცა, საქართველოდან კი ამისი უფლებამოსილება გაზეთ "სარბიელს" აქვს. საინტერესოა, როგორ გადანაწილდა ჩვენი ხმები:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი:
1. ლიონელ მესი. 2. კილიან მბაპე. 3. ხვიჩა კვარაცხელია. 4. ილქაი გიუნდოგანი. 5. როდრი;
წლის საუკეთესო მეკარე:
1. მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, 2. ტიბო კურტუა, 3. იასინ ბონო;