მამარდაშვილი ზედიზედ 53 მატჩია ძირითადშია - ქართველმა შესაძლოა შემდეგი მატჩი გამოტოვოს » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი ზედიზედ 53 მატჩია ძირითადშია - ქართველმა შესაძლოა შემდეგი მატჩი გამოტოვოს

მამარდაშვილი ზედიზედ 53 მატჩია ძირითადშია - ქართველმა შესაძლოა შემდეგი მატჩი გამოტოვოს
1-11-2023, 22:19
Aa Aa
გაზიარება:

კოპა დელ რეის პირველ წრეში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია პირველ წრეში ლოგრონესს ესტუმრება და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.

დიდი ალბათობით ხვალინდელ შეხვედრაში ღამურების კარს ქართველი კიპერი არ დაიცავს, რადგან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ მატჩში მეორე მეკარის, ხაუმე დომენიკის დაყენება გადაწყვიტა.

"ეს არის მატჩი, სადაც შანსი ისეთ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ, რომლებიც ძირითადში ხშირად ვერ ხვდებიან. ასეთი სიტუაცია გვაქ მეკარეებთან. ხვალინდელი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში სწორედ დომენიკს განვიხილავთ"

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ბოლოს სათადარიგო სკამზე 53 მატჩის წინ ვიხილეთ. გიორგიმ მიმდინარე სეზონში სულ 11 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი