ნიკოლა იოკიჩი ლებრონ ჯეიმს და ლეგენდარულ ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა » სპორტის ხაზი

ნიკოლა იოკიჩი ლებრონ ჯეიმს და ლეგენდარულ ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა

ნიკოლა იოკიჩი ლებრონ ჯეიმს და ლეგენდარულ ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა
31-10-2023, 15:27
Aa Aa
გაზიარება:

დენვერ "ნაგეთსის" ცენტრი ნიკოლა იოკიჩი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია და ის ამაში საკუთარი შედეგებითაც გვარწმუნებს.

სერბმა გიგანტმა შარშანდელი რეგულარული სეზონი და პლეიოფი საშუალოდ სამმაგი დუბლით დაასრულა რაც ფენომენალური შედეგია და წუხელ კიდევ ერთი სამმაგი დუბლის წყალობით კარიერულად დაფიქსირებული სამმაგი დუბლებით ლებრონ ჯეიმსა და ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა - სამივე კალათბურთელს 136 სამმაგი დუბლი აქვთ, ლებრონს და იოკიჩს საკუთარი შედგების გასაუმჯობესებლად დრო კიდევ აქვთ, რაც შეეხება კიდს მან უკვე დაასრულა კარიერა.

ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი ლეგენდარულ რასელ ვესბრუკს ეკუთვნის, რომელიც მოქმედი კალათბურთელია და ამ მომენტისათვის მას 211 სამმაგი აქვს.

შეგახსენებთ რომ "დენვერი" წინა სეზონის ჩემპიონია და წელსაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი