"მადრიდის რეალში თამაში? მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით" - ლაუტარო თავის მომავალზე » სპორტის ხაზი

"მადრიდის რეალში თამაში? მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით" - ლაუტარო თავის მომავალზე

"მადრიდის რეალში თამაში? მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით" - ლაუტარო თავის მომავალზე
31-10-2023, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ, მადრიდის რეალს აშკარად პრობლემები აქვს ცხრიანის პოზიციაზე. ხშირ შემთხვევაში აქ თამაში ჯუდ ბელიგნემს უწევს, რომელიც პოზიციურად ნახევარმცველია, როდრიგო გოესმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ ფორვარდის პოზიციაზე თამაშის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კი ამ საქმეში არგენტინელი ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესია, რომელსაც ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე ჰკითხეს ესპანურ გრანდში მისი შესაძლო გადასვლის შესახებ, რაზეც ინტერის კაპიტნმა განაცხადა.

"Მადრიდის რეალი? ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ გუნდზე, მაგრამ ჩემი თავი და გული ყოველთვის ინტერისკენ არის მიმართული.

მილანში ჩემს ოჯახთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ და უბრალოდ მინდა დავრჩე ინტერში და გავაგრძელო ტიტულების მოგება.
"
- უთხრა მარტინესმა Ibai Llanos-ზე Twitch-ზე, Marca-ს ცნობით.

ამ სეზონში ჯერჯერობით ლაუტაროს მონაგარი 14 მატჩში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.