"მარსელის" ფანებმა "ლიონის" ავტობუსს ქვები დაუშინეს-დაშავებულია გუნდის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"მარსელის" ფანებმა "ლიონის" ავტობუსს ქვები დაუშინეს-დაშავებულია გუნდის მწვრთნელი

"მარსელის" ფანებმა "ლიონის" ავტობუსს ქვები დაუშინეს-დაშავებულია გუნდის მწვრთნელი
30-10-2023, 16:25
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა ერთი ტურის ცენტრალური მატჩის მოლოდინშია, რომელშიც "მარსელი" "ლიონს" დაუპირისპირდება შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე "მარსელის" ფანები მეტოქე გუნდის ავტობუს თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს.

ქვებმა ავტობუსის შუშაც ჩაამტვრია და "ლიონის" სამწვრთნელო შტაბის წევრები დააზიანა.

როგორც კადრებში ჩანს, ფაბიო გროსომ და მისმა ასისტენტებმა მძიმე დაზიანება მიიღეს.

მარსელის პოლიციის უწყებით მომხდარზე უკვე დაკავებულია 7 ადამიანი თუმცა ეს დაძაბულობა უკვე ყოველ წელს მატულობს და პოლიცია სათანადოდ ვერ ახდენს პრევენციას.

ორივე კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაგმო მომხდარი და ყოველგვარ ძალადობას გაემიჯნა.

შეგახსენებთ რომ მატჩის წინ ორივე გუნდს სეზონის ცუდი სტარტის ფონზე სატურნირო ცხრილში არ ულხინთ, "მარსელი" მეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო "ლიონი" ბოლო ადგილზეა და პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრას საშინელ ფორმაში ხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი