"გუნდისთვის გადამწყვეტი არა ხვიჩა, არამედ..." - კაპელოს განცხადება » სპორტის ხაზი

"გუნდისთვის გადამწყვეტი არა ხვიჩა, არამედ..." - კაპელოს განცხადება

"გუნდისთვის გადამწყვეტი არა ხვიჩა, არამედ..." - კაპელოს განცხადება
29-10-2023, 15:53
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირების წინ სხვადასხვა თემასთან ერთად, მოკლედ ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზეც:

კაპელო ფიქრობს, რომ ხვიჩა ძალიან მაგარია, მაგრამ ნაპოლისთვის გადამწყვეტი ფეხბურთელი არა ის, არამედ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენია.

"კვარა კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, ნაპოლისთვის გადამწყვეტი მოთამაშე არ არის. ასეთი ოსიმენია, სამწუხაროა, რომ "მილანის" წინააღმდეგ მსგავს დიდ მატჩში ვერ ითამაშებს"
- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირებაზე 29 ოქტომბერს, 23:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი