"მადრიდზე მაღლა ვიყავით" - ჩავიმ "რეალთან" მატჩი შეაფასა » სპორტის ხაზი

"მადრიდზე მაღლა ვიყავით" - ჩავიმ "რეალთან" მატჩი შეაფასა

"მადრიდზე მაღლა ვიყავით" - ჩავიმ "რეალთან" მატჩი შეაფასა
28-10-2023, 20:56
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე-11 ტურში ბარსელონა რეალს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

არადა, პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ჩავის გუნდი ფლობდა - მე-6 წუთზე ილქაი გიუნდოგანმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა და კატალონიელები წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში რეალმა უფრო მოუმატა. ამჯერადაც სამეფო კლუბს მხსნელად ჯუდ ბელინგემი მოევლინა, რომელმაც 68-ე წუთზე 30 მეტრიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა ბოლო წუთები, სადაც რეალმა მაინც მოახერხა თამაშის მოგება - ბელიგნემს მეტოქის ფეხბურთელისგან ბურთი მიუვიდა და ტერ შტეგენს ახლოდან გაუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ბარსელონას თავკაცმა, ჩავიმ გააკეთა, რომელმაც უკმაყოფილება ვერ დამალა და ამ მარცხს დაუმსახურებელი უწოდა.

"ვფიქრობ, პირველ სამოცი წუთის განმავლობაში ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ როცა 2-0 არის მადრის რეალის წინააღმდეგ ანგარიში, ეს არაფერია. როგორც ჩანს, ჩვენ გვჭირდება 5 ან 6 გოლის გატანა, თუმცა ისინი (მადრიდი) მაინც მალევე მოახერხებენ ორი-სამი გოლის გატანას (იცინის).

ჩვენ ძალიან კარგად დავგეგმეთ თამაში, მაგრამ მართალია, ბოლო წუთებში ამან დაგვაზარალა, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ მადრიდზე მაღლა ვიყავით, დიახ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი