დადასტურდა! - შეძლებს თუ არა ვიქტორ ოსიმენი "მილანის" წინააღმდეგ თამაშს » სპორტის ხაზი

დადასტურდა! - შეძლებს თუ არა ვიქტორ ოსიმენი "მილანის" წინააღმდეგ თამაშს

დადასტურდა! - შეძლებს თუ არა ვიქტორ ოსიმენი "მილანის" წინააღმდეგ თამაშს
28-10-2023, 19:14
Aa Aa
გაზიარება:

შაბათ-კვირა გამორჩეული შეხვედრებით იქნება დახუნძლული, თუმცა იტალიაში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იგეგმება - სერია A-ს ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლი მილანს დაუპირისპირდება, რომელიც ცხრილში ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და გათამაშების ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

პარტენოპეი შეხვედრას დიდი დანაკლისით არ ხვდება, თუმცა აღსანიშნავია ვიქტორ ოსიმენის მდგომარება, რომელმაც სანაკრებო შესვენების დროს საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის ტრამვა მიიღო.

ხვალ მნიშვნელოვანი მატჩის წინ კი Corriere del Mezzogiorno-ი ფეხბურთელის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 24 წლის ფორვარდი ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ხვალ, მილანის წინააღმდეგ ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი ვერ დაეხმარება, რომელიც ამჟამად ნიგერიაში იმყოფება და რეაბილიტაციას განაგრძობს. ფორვარდმა მარჯვენა ბარძაყის ტრავმა პორტუგალიაში, მანჩინის საუდის არაბეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო. ის მოედანს ნოემბრის შუა რიცხვებში, შესვენების შემდეგ დაუბრუნდება. დაბრუნება სავარაუდოდ მომავალ კვირას იგეგმება“.

ოსიმენის გარდა ტრავმა აქვს ჟუან ჟეზუშსაც, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას ბოლო პერიოდი გაუცდა, მაგრამ არის შანსი, რომ კამერუნელი სათადარიგო სკამზე მაინც იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.