პიოლი: "კვარაცხელია ძალიან სახიფათოა" » სპორტის ხაზი

პიოლი: "კვარაცხელია ძალიან სახიფათოა"

პიოლი: "კვარაცხელია ძალიან სახიფათოა"
28-10-2023, 18:54
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ნაპოლისა" და "მილანს" შორის შედგება.

მატჩამდე რამდენიმე დღის ადრე როსონერის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ მედიის კითხვებს უპასუხა და აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზეც გააკეთა:

"პარიზული საღამოს შემდეგ კლუბში ცოტათი დაძაბულობაა, თუმცა სიტუაციის გამოსწორების სურვილი აშკარაა. ბოლო 2 შეხვედრა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, თუმცა წარსულით ვერ ვიცხოვრებთ და აქცენტს მომდევნო შეხვედრაზე ვაკეთებთ.

რუდი გარსია ბრწყინვალე სპეციალისტია. თავიდან სიტუაციის დალაგება გაუჭირდა, თუმცა ახლა ყველაფერი თავის კალაპოტშია. "ნაპოლი" ვიქტორ ოსიმენის გარეშეც ბრწყინვალედ გამოიყურება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ძალიან სახიფათოა და დიდი ზიანის მოტანა შეუძლია",
- განაცხადა პიოლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი