სერია B-ს მე-11 ტურში ივა გელაშვილის სპეცია კოზენცას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩი პირველად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა ცენტრალურმა-მცველმა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.
90 წუთის დასრულების შემდეგ, SofaScore-მა მოთამაშეები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - გელაშვილმა 7.2 ქულა დაიმსახურა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გახლდათ სპეციას რიგებში.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ალვინ მისიმილიანოს ბიჭები მომდევნო შეხვედრას კოპა იტალიაზე 2 ნოემბერს, სასოულოს წინააღმდეგ ჩაატარებს.