PREVIEW | კვარაცხელია V მილანი - პრინციპული მატჩი ნაპოლისთვის » სპორტის ხაზი

PREVIEW | კვარაცხელია V მილანი - პრინციპული მატჩი ნაპოლისთვის

PREVIEW | კვარაცხელია V მილანი - პრინციპული მატჩი ნაპოლისთვის
28-10-2023, 16:02
Aa Aa
გაზიარება:

შაბათ-კვირა გამორჩეული შეხვედრებით იქნება დახუნძლული, თუმცა იტალიაში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იგეგმება - სერია A-ს ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლი მილანს დაუპირისპირდება, რომელიც ცხრილში ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და გათამაშების ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ნაპოლის მილანი შინ 2018 წლის 25 აგვისტოს შემდეგ არ დაუმარცხებია, გუნდმა ეს სპალეტის ხელმძღვანელობითაც კი ვერ მოახერხა (2 მარცხი ლიგაში და ფრე ჩემპიონთა ლიგაზე). სწორედ ამიტომ გარსიასთვის, წერს Gazzetta dello Sport: "მილანთან მატჩი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე უბრალო სამი ქულა ან პირდაპირი შეტაკების კონკრეტული ზონა".

პარტენოპეიმ სერია A-ს ახალი სეზონი დამაჯერებლად ვერ წარმართა - გუნდმა ჯერ ჯენოასთან და ბოლონიასთან დაკარგა მნიშვნელოვანი ქულები, ხოლო შემდეგ ფიორენტინასთან სახლში 1:3 დამარცხდა. ამ უყურადღებობას კი მოჰყვა ცხრილში მეოთხე ადგილი 17 ქულით და ჩემპიონატის ლიდერთან 5 ქულიანი ჩამორჩენა. აღსანიშნავია, რომ აძურა ამ სეზონში სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს, პრობლემატურია საშინაო მატჩები, სადაც გარსიას გუნდი უკვე 3-ჯერ დამარცხდა და მათ შორის, უკანასკნელი ორი თამაში მიყოლებით წააგო. მეორე მხრივ, ნაპოლის ბოლო წლებში ძალიან უჭირს მილანის წინააღმდეგ შინ თამაში, რაზეც სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს.

მილანი იტალიის ჩემპიონატში 21 ქულით მეორე ადგილზეა და ინტერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. შეიძლება ითქვას, რომ პიოლის ბიჭები ამ მატჩს მხიარულ ნოტაზე ვერ ხვდებიან, რადგან როსონერი წინა ტურში ჯერ იუვესთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს წინააღმდეგ 3:0 უშანსოდ განადგურდა. აქვე უნდა ითქვას, რომ იტალიურ გრანდს გოლების გატანა ძალიან უჭირს - სერია A-ს ეგიდით "შავ-წითლებმა" ყველაზე დიდი ანგარიშით 4:1 მოიგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

PREVIEW | კვარაცხელია V მილანი - პრინციპული მატჩი ნაპოლისთვის

მილანი "სიკვდილის ჯგუფში" ბოლო ადგილზეა


დანაკლისი



მილანის ფეხბურთელი ისმაელ ბენასერი დიდი ხანია ლაზარეთშია, ვერ ითამაშებენ სამუელ ჩუკვუეზე, მატია კალდარა, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და მარკო სპორტიელო, მალიკ ჩაოს იუვენტუსთან გაძევების გამო დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს. სამაგიეროდ, მილანელთათვის კარგი სიახლეა ტეო ერნანდესის და მაიკ მენიოს დაბრუნება, რომლებმაც წინა ტურში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშეს.

ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი ისევ არ ეყოლება და იწერება, რომ ნიგერიელი დიდი ალბათობით დეკემბრის დასაწყისამდე ვერ დაბრუნდება. ტრავმა აქვს ჟუან ჟეზუშსაც, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას ბოლო პერიოდი გაუცდა, მაგრამ არის შანსი, რომ კამერუნელი სათადარიგო სკამზე მაინც იყოს.

საინტერესო ფაქტები



1) ნაპოლიმ მილანთან ლიგის ბოლო ცხრა მატჩიდან მხოლოდ სამი წააგო
(3 ფრე 3 მოგება).

2) მილანმა მოიგო სერია A-ს ბოლო სამი გასვლითი მატჩი ნაპოლისთან;
ისტორიაში მათ არასდროს დაუფიქსირებიათ ამაზე მეტი ზედიზედ გამარჯვება
პარტენოპეის წინააღმდეგ.

3) მიუხედავად ბოლო მატჩში იუვენტუსთან დამარცხებისა, მილანმა
მოიგო შვიდი პირველი ცხრა მატჩიდან სერია A-ში ამ სეზონში
და რვა გამარჯვება მოიპოვა პირველ 10 თამაშში.

4) ნაპოლიმ სერია A-ში ბოლო სამი საშინაო მატჩიდან ორი წააგო, იმდენი
მარცხი, რამდენიც წინა სეზონის 23 საშინაო ლიგის მატჩში ჰქონდა. ფიორენტინასთან
დამარცხების შემდეგ, პარტენოპეი 2021 წლის დეკემბრის შემდეგ
პირველად ზედიზედ ორი საშინაო მატჩი წააგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.