"აიაქსმა" ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩში გამარჯვება ვერ მოიპოვა და საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა. გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონატზე მე-17 ადგილზეა, ევროპა ლიგაზე ჯგუფში კი აუტსაიდერია. ზოგიერთმა ბუკმეიკერმა ნიდერლანდური გრანდის ქვედა დივიზიონში გავარდნაზე ფსონების მიღება უკვე დაიწყო.
გიორგი გუნდს "ბრაიტონთან" გასვლით მატჩში (0:2) ავადმყოფობის გამო ვერ გაჰყვა. "
"მიქაუტაძე მომჯობინდა, ვარჯიში განაახლა და სათამაშოდ მზადაა." - განაცხადა ამსტერდამელთა დროებითმა მწვრთნელმა ჰედვიგეს მადურომ.
"აიაქსი" ხვალ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "პსვ-ს" სტუმრად შეხვდება და საინტერესოა მიეცემა თუ არა ახალგაზრდა თავდამსხმელს შანსი.