მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერია, თუმცა თანაგუნდელებისგან და შედეგებისგან განსხვავებით, ქართველი მეკარე მაინც კარგ ფორმაშია.
ცოტა ხნის წინ, ვალენსიას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მიმდინარე სეზონში გიორგის მოგერიებული ბურთების რაოდენობა გამოაქვეყნა და როგორც გაირკვა, 22 წლის მეკარეს ლა ლიგის ამ სეზონში 78 სეივი აქვს.
ამ მაჩვენებლით გიორგი ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორიც ტიბო კურტუა (54), ტერ შტეგენი (53) და იან ობლაკი (52) არიან.
საუკეთესო ექვსეული კი ასე გამოიყურება:
1. ედგარ ბადია (ელჩე) - 100 სეივი
2. ლედესმა (კადიზი) - 100 სეივი
3. ფერნანდო (ალმერია) - 94 სეივი
5. დავიდ სორია (ხეტაფე) - 82 სეივი
6. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 78 სეივი