ვან დერ ვაარტი: "აიაქსი ნაგავი გუნდია ნაგავი ფეხბურთელებით" » სპორტის ხაზი

ვან დერ ვაარტი: "აიაქსი ნაგავი გუნდია ნაგავი ფეხბურთელებით"

ვან დერ ვაარტი: "აიაქსი  ნაგავი გუნდია ნაგავი ფეხბურთელებით"
23-10-2023, 19:13
Aa Aa
გაზიარება:

ამსტერდამის "აიაქსს" ბოლო წლებში ყველაზე უარესი სეზონის სტარტი აქვს. გუშინ ამსტერდამელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგეს და სატურნირო ცხრილის უკიდურეს ქვედა ნაწილში არიან.

ბუნებრივია, "აიაქსის" ასეთი თამაში ნიდერლანდურ მედიაში უყურადღებოდ არ რჩება. გუნდს მწვავედ აკრიტიკებენ საფეხბურთო ექსპერტებიც, მათ შორის, რაფაელ ვან დერ ვაარტიც:

"რასაც ამ სეზონში ვხედავ ისაა, რომ "აიაქსი" ნაგავი გუნდია ნაგავი ფეხბურთელებით. გუნდში კარგი მოთამაშეები აღარ დარჩნენ. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე გავარდნის მთავარი კანდიდატები ვართ, თუმცა ეს სიმართლეა", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

შემდეგ მატჩს "აიაქსი" ევროპა ლიგაზე გამართავს "ბრაიტონთან" 26 ოქტომბერს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი