უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანი" "ლილთან" მინიმალური სხვაობით, 2-1 დამარცხდა.
სლოვენიელებმა პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარეს და 67-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც, თუმცა გურამ კაშიას შეცდომის გამო ანგარიში გათანაბრდა, შემდეგ კი ფრანგები წინაც გავიდნენ.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა:
"მაპატიეთ ამ შეცდომისთვის, დიაგონალური პასის გაკეთება მინდოდა და არ გამომივიდა. იმ მატჩისთვის, რაც დღეს "ლილთან" ჩავატარეთ, კომპლიმენტებს ვიმსახურებთ", - განაცხადა კაშიამ.
3 ტურის შემდეგ "სლოვანი" 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.