"ლოკომოტივის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი" - კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ლოკომოტივის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი" - კვარაცხელიაზე

"ლოკომოტივის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი" - კვარაცხელიაზე
26-10-2023, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესოა.

"კვარაცხელია - ალბათ, "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. მაშინ როგორ მონახეს და შემდეგ როგორ ვერ შეინარჩუნეს. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. გაუგებარია როგორ შეეძლოთ ასეთი კალიბრის მოთამაშესთან განშორება. სამწუხაროდ, ხვიჩა ღირსეულად უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააფასეს"
- ამბობს იგნატიევი Legalbet-თან

"ლოკომოტივმა" კვარაცხელია "რუსთავიდან" იჯარით 6 თვით კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით 2018 წელს აიყვანა. სეზონის დასრულების შემდეგ დედაქალაქელებმა მასთან ხელშეკრულება არ გააფორმეს და ქართველმაც სამი წლით "რუბინს" მიაშურა, შემდგომში ბათუმს, საიდანაც "პარტენოპეიმ" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი