"ის მაჯადოებს" - რონალდიონიომ "ჩელსის" სამიზნეზე ისაუბრა და ის კილიან მბაპეს შეადარა » სპორტის ხაზი

"ის მაჯადოებს" - რონალდიონიომ "ჩელსის" სამიზნეზე ისაუბრა და ის კილიან მბაპეს შეადარა

"ის მაჯადოებს" - რონალდიონიომ "ჩელსის" სამიზნეზე ისაუბრა და ის კილიან მბაპეს შეადარა
26-10-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

ფეხბურთის ლეგენდამ რონალდინიომ მილანის ვარსკვლავის მიმართ სიმპატიები ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელის თამაშით აღფრთოვანებულია.

ბრაზილიელი ლეგენდა Gazzetta dello Sport-სთან საუბრისას: "ლეაუ ფეხბურთელია, რომელიც მაჯადოებს. ვისაც ფეხბურთი უყვარს, უნდა უყვარდას ეს ბიჭიც, რადგან რაფა თამაშის სტილით ქმნის საყოველთაო კონსენსუსს, რომელიც დაფუძნებულია პუბლიკაზე, "გართობაზე" და ხასიათზე.

პორტუგალიელს კილიან მბაპეს შევადრებდი. ეს ორი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ეპატიჟებიან გულშემატკივრებს ფულის დახარჯვისთვის, რათა ნახონ თავიანთი გუნდი პირდაპირ ეთერში და აღფრთოვანდნენ."

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ხშირად იწერებოდა პორტუგალიელი ვინგერის ჩელსიში ტრანსფერის შესახებ, თუმცა მილანის ერთ-ერთმა ლიდერმა როსონერისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა ეს არ ცვლის სურათ, რომ შესაძლოა 2024 წლის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ იგი სხვა კლუბის მაისურით ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი