გოჩოლეიშვილი" "ბარსელონას ქომაგი ვარ, მაგრამ ჩემი ოცნება აქ თამაშია" » სპორტის ხაზი

გოჩოლეიშვილი" "ბარსელონას ქომაგი ვარ, მაგრამ ჩემი ოცნება აქ თამაშია"

გოჩოლეიშვილი" "ბარსელონას ქომაგი ვარ, მაგრამ ჩემი ოცნება აქ თამაშია"
25-10-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონა" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, უკრაინულ გუნდში ორი ქართველი - ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ირიცხებიან. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ამ უკანასკნელმა მედიასთან ისაუბრა:

"რას უნდა ველოდოთ "შახტარისგან" "ბარსასთან"? მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი გასაოცარია, თუმცა ჩემთვის ეს შეხვედრა უფრო განსაკუთრებული იქნება. ბავშვობიდან ბლაუგრანას ვქომაგობ და ამიტომ მათთან თამაშისას ორმაგი მოტივაცია მექნება, თუმცა როგორც კი მატჩი დაიწყება, კატალონიელები ჩემი მეტოქეები გახდებიან. რომელ ფეხბურთელს გავუცვლიდი მაისურს? ალბათ, რობერტ ლევანდოვსკის.

მართალია, "ბარსას" ვქომაგობ, მაგრამ ჩემი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. პრემიერ ლიგა ლა ლიგაზე მეტად მომწონს და როგორც ფეხბურთელს, სწორედ ინგლისში მსურს ასპარეზობა. რომელ გუნდში? სიამოვნებით ვეწვეოდი ენფილდს",
- განაცხადა გიორგიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი