საზონოვის კონკურენტისთვის სეზონი დასრულებულია - შანსი საბას » სპორტის ხაზი

საზონოვის კონკურენტისთვის სეზონი დასრულებულია - შანსი საბას

საზონოვის კონკურენტისთვის სეზონი დასრულებულია - შანსი საბას
23-10-2023, 19:26
Aa Aa
გაზიარება:

"ტორინოში" ტრანსფერის შემდეგ საბა საზონოვმა 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1 ტრავმის გამო გამოტოვა.

როგორც ჩანს, ტურინულ გუნდს ამ სეზონში ლაზარეთის მხრივ პრობლემები აქვს, რადგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, პიეტრ სხუურისთვის სეზონი დასრულებულია.

23 წლის ნიდერლანდელს ჯვარედინი იოგების გაწყვეტა დაუდასტურდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის ეს სეზონი დასრულებულია. ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის ტრავმა კი ბუნებრივია საბა საზონოვისთვის მეტ სათამაშო პრაქტიკასა და შანსს ნიშნავს.

გამომდინარე იქიდან, რომ "ტორინო" 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს და სხუურის გარდა ტრავმირებულია 2 სხვა მცველიც, ეს საზონოვს პრაქტიკულად გარანტირებულ სასტარტო შემადგენლობას აძლევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.