"აიაქსის" მწვრთნელი: "იმედია, რომ არ გამათავისუფლებენ" » სპორტის ხაზი

"აიაქსის" მწვრთნელი: "იმედია, რომ არ გამათავისუფლებენ"

"აიაქსის" მწვრთნელი: "იმედია, რომ არ გამათავისუფლებენ"
22-10-2023, 19:13
Aa Aa
გაზიარება:

ამსტერდამის "აიაქსი" კვლავ დამარცხდა - ამსტერდამელები ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში, ამჯერადა "უტრხეტთან" დამარცხდნენ უხვგოლიან შეხვედრაში (4:3).

მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძე კვლავ არ ათამაშა და მხოლოდ 91-ე წუთზე ჩართო თამაშში. ESPN-თან ინტერვიუში სტეინმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, არ გაათავისუფლებენ:

"ერთადერთი, რაც შემიძლია, გუნდთან ერთად მუშაობაა. ასეთ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვარ და იმედი მაქვს, არ გამათავისუფლებენ. კიდევ ერთი მარცხი კატასტროფული იქნება, თუმცა 24/7-ზე გუნდთან ერთად ვარ და სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობ. თუ "აიაქსში" ჩათვლიან, რომ ჩემი გათავისუფლება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ვინ ვარ მე, რომ არ დავეთანხმო? შედეგებიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას გავუგებ, თუმცა ჩემზე არაა დამოკიდებული", - განაცხადა სტეინმა.

"აიაქსი" ერედივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი