ოსიმენის ზაფხულში ტრანსფერი სავარაუდოა - ფაბრიციო რომანო » სპორტის ხაზი

ოსიმენის ზაფხულში ტრანსფერი სავარაუდოა - ფაბრიციო რომანო

ოსიმენის ზაფხულში ტრანსფერი სავარაუდოა - ფაბრიციო რომანო
21-10-2023, 16:01
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ხელმძღვანელობასა და ვიქტორ ოსიმენს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერზე უფრო და უფრო ხშირად იწერება.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, ვიქტორმა გუნდი იანვარში დატოვოს, თუმცა ზაფხულში ტრანსფერი უფრო მოსალოდნელია. ერთადერთი, რასაც ოსიმენის შუა სეზონში გაყიდვას განაპირობებს, გიჟური ფინანსური შეთავაზება იქნება, სხვა შემთხვევაში ნიგერიელი სეზონს "ნაპოლიში" დაასრულებს.

რაც შეეხება ზაფხულს, სეზონის დასრულების შემდეგ ვიქტორის ტრანსფერი უფრო სავარაუდო იქნება, თუმცა ბოლომდე გადაწყვეტილი არც ესაა, თუმცა ფაქტია, რომ ოსიმენის მიმართ ევროპული გრანდებისგან ძალიან დიდი ინტერესია.

ნიგერიელ ფორვარდს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2025-წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი