დიდი დაბრუნება?! - სად შეიძლება ვიხილოთ ჟოზე მოურინიო » სპორტის ხაზი

დიდი დაბრუნება?! - სად შეიძლება ვიხილოთ ჟოზე მოურინიო

დიდი დაბრუნება?! - სად შეიძლება ვიხილოთ ჟოზე მოურინიო
20-10-2023, 13:21
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, კლუბთან არსებული ხელშეკრულება ეწურება და სავარაუდოდ აღარ გაახანგრძლივებს.

თავის მხრივ, სკაი იტალია იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიო "რომას" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბლანკოსი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტის დაბრუნებას განიხილავს. როგორც ირკვევა, "რეალის" სიაში ჟოზეც შედის.

ჯერჯერობით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოურინიოს პოზიცია უცნობია, თუმცა კატალონიურ გამოცემაზე დაყრდნობით, ჟოზე "რეალისგან" წინადადებას მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი