ჩაკვეტაძე: "როცა ინგლისში თამაშობდა, რონალდუ ჩემი კუმირი იყო" » სპორტის ხაზი

ჩაკვეტაძე: "როცა ინგლისში თამაშობდა, რონალდუ ჩემი კუმირი იყო"

ჩაკვეტაძე: "როცა ინგლისში თამაშობდა, რონალდუ ჩემი კუმირი იყო"
20-10-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ "უოტფორდის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა. ქართველი ძირითადად ნაკრების ბოლო შეკრებაზე საუბრობდა, თუმცა რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო.

ჩაკვემ განაცხადა, რომ ინგლისში თამაში მისი ახდენილი ოცნებაა, ხოლო ბავშვობაში მისი კერპი კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ:

"ინგლისში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემი ოცნება იყო. აქ ყველაფერი მომწონს - ხალხი, სტაფი, ფეხბურთელები. ჩემი გუნდის მჯერა, აქ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუ შაბათს მოვიგეთ, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაცილებით უკეთ წავა.

რა თქმა უნდა, ბავშვობაში ინგლისის ჩემპიონატს ვუყურებდი. ინგლისში თამაშისას, ჩემი კერპი კრიშტიანუ რონალდუ იყო"
, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი