მესის და ნეიმარის წასვლამ "პსჟ"-ს საქმე გაურთულა - კლუბი ბილეთებს ვეღარ ყიდის » სპორტის ხაზი

მესის და ნეიმარის წასვლამ "პსჟ"-ს საქმე გაურთულა - კლუბი ბილეთებს ვეღარ ყიდის

მესის და ნეიმარის წასვლამ "პსჟ"-ს საქმე გაურთულა - კლუბი ბილეთებს ვეღარ ყიდის
20-10-2023, 13:06
Aa Aa
გაზიარება:

"პსჟ"-ს ლეო მესისა და ნეიმარის მეორედ გაერთიანების პროექტი ჩაუვარდა, საბოლოო ჯამში კი ზაფხულში გუნდი როგორც არგენტინელმა, ასევე ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, დატოვეს.

L’Équipe იტყობინება, რომ მესისა და ნეიმარის წასვლამ პარიზულ კლუბს რამდენიმე სფეროში სიტუაცია ძალზედ გაურთულა. კერძოდ, მათი წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში კლუბის გამომწერების რაოდენობა რამდენიმე მილიონით შემცირდა, ამასთან ერთად კი მიდიან სპონსორებიც.

ერთ-ერთი სპონსორი Crypto.com კონტრაქტის დასრულებამდე 1 წლით ადრე მოითხოვს ფინანსური პირობების გადახედვას. ამასთან ერთად ყატარელი სპონსორები, მათ შორის, Qatar Airways, სასპონსორო შენატანის ვადას აცელენ.

ამას ემატება ისიც, რომ "პსჟ"-ს ბორდს უჭირს ახალი სპონსორების მოძებნა, მათ შორის მაისურის უკანა მხარეს ახალი ინვესტორის პოვნაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი