დე ლაურენტისი: "კვარაცხელია არა ჯუნტოლის, არამედ მისი ტრანსფერია" » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი: "კვარაცხელია არა ჯუნტოლის, არამედ მისი ტრანსფერია"

დე ლაურენტისი: "კვარაცხელია არა ჯუნტოლის, არამედ მისი ტრანსფერია"
20-10-2023, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

კრისტიანო ჯუნტოლიმ "ნაპოლიში" წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" ბორდში გადასვლა გადაწყვიტა, რითიც ნეაპოლელი გულშემატკივარი ძალზედ გაანაწყენა.

როგორც ჩანს, განაწყენებულია აურელიო დი ლაურენტისიც. უახლეს ინტერვიუში "ნაპოლის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ჯუნტოლისთან ნაკლებადაა დაკავშირებული:

"კვარა მისი ტრანსფერი არაა. სიმართლე ისაა, რომ პირველად ის ჩემმა შვილმა, ედუარდო დი ლაურენტისმა აღმოაჩინა და მის შესახებ ჯუნტოლის შეატყობინა, კრისტიანი საქმეში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო. მან არაერთი კარგი და საჭირო ტრანსფერი გააკეთა, თუმცა ჰქონდა შეცდომებიც. ჯუნტოლი დიდი პროფესიონალია, თუმცა ჩემთვის მოულოდნელად "იუვენტუსს" მიაშურა", - განაცხადა დი ლაურენტისმა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონიანი ტრანსფერი კრისტიან ჯუნტოლის სპორტული დირექტორობის დროს შედგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი