ოფიციალურად: რონალდუს შვილი "ალ ნასრში" ითამაშებს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: რონალდუს შვილი "ალ ნასრში" ითამაშებს

ოფიციალურად: რონალდუს შვილი "ალ ნასრში" ითამაშებს
20-10-2023, 12:37
Aa Aa
გაზიარება:

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ "ალ ნასრის" ღირსებას მისი შვილიც, რონალდუ ჯუნიორიც დაიცავს.

როგორც ირკვევა, კრიშტიანუს შვილმა "ალ ნასრის" აკადემიასთან კონტრაქტი გააფორმა, გუნდის 13-წლამდელებს შეუერთდა და მამის საპატივცემულოდ 7-ნომრიანი მაისურიც მოირგო.

რონალდუს შვილი მამის "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნისას სწორედ "წითელი ეშმაკების" აკადემიაში ირიცხებოდა, საუდის არაბეთში ტრანსფერის შემდეგ მაჰდის აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო ცოტა ხნის წინ "ალ ნასრის" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კრიშტიანუმ განაცხადა, რომ თავის შვილს მასთან ერთად სურს თამაში, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე წელში არაბული გუნდის მაისურით ორივე რონალდუ ერთად ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი