"ეს არაერთხელ დამიმტკიცებია" - ვოლკანოვსკი თოფურიასთან შეხვედრაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ეს არაერთხელ დამიმტკიცებია" - ვოლკანოვსკი თოფურიასთან შეხვედრაზე საუბრობს

"ეს არაერთხელ დამიმტკიცებია" - ვოლკანოვსკი თოფურიასთან შეხვედრაზე საუბრობს
20-10-2023, 01:30
Aa Aa
გაზიარება:

UFC 294-ს გულშემატკივრები სულმოუთმენლად ელოდებიან.

ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ისლამ მახაჩევს შორის მეორე ორთაბრძოლა გაიმართება.

აღნიშნულ ღონისძიებამდე მებრძოლებმა სხვადასხვა კითხვას გასცეს პასუხი, საიდანაც ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

ქართველმა ჟურნალისტმა დავით ქუჩაშვილმა ვოლკანოვსკის კითხვა თოფურიაზე დაუსვა, იბრძოლებს იგი ილიას წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ მახაჩევს დაამარცხებს?

- ეს კარგი კითხვაა. მინდა, რომ იანვარში ვიბრძოლო, მე ვთქვი, რომ იანვარში თითქმის ჩანიშნული იყო ბრძოლა, ამ კვირას აქ მაქვს საქმე დასასრულებელი. მე ვგეგმავ, რომ ქამარი მოვიგო და შემდეგ, ვნახავთ რა მოხდება. თუმცა ცალსახაა, რომ აქტიურობა მსურს, ეს არაერთხელ დამიმტკიცებია. ვნახოთ რა მოხდება მას შემდეგ რაც აქ ქამარს მოვიგებ. - განაცხადა ავსტრალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.