კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მესის გამოსამშვიდობებელ მატჩთან დაკავშირებით პრესას საინტერესო პირობა მისცა.
მისი განცხადებით საღამო 2024 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს, რა თქმა უნდა, კამპ ნოუზე.
მან ასევე მესის დაბრუნებაზეც ისაუბრა და გაიხსენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სადაც მესის "ბარსაში" დაბრუნება შეეძლო, თუმცა როგორც ლაპორტა აცხადებს, მესის აღარ სურდა წნეხში თამაში და ინტერ "მაიამიში" გადასვლა ამჯობინა
ლაპორტას თქმით პირობა უკვე დადებულია და გამოსათხოვარი მატჩი განახლებულ კამპ ნოუზე 24 ან 26 ნოემბერს გაიმართება