ნიკოლა იოკიჩი 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებს » სპორტის ხაზი

ნიკოლა იოკიჩი 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებს

ნიკოლა იოკიჩი 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებს
19-10-2023, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლა იოკიჩმა NBA-ში ტრიუმფალური სეზონის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა იუარა, თუმცა სერბებმა მაინც შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა და 1 ნაბიჯი დააკლდათ ჩემპიონობამდე.

როგორც ირკვევა, ფინალში მარცხის შემდეგ დენვერ ნაგეთსის ცენტრმა 2024 წლის ოლიმპიადაზე თამაში გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია სერბების თავკაცმა, ბოზდარ მალიკოვიჩმაც დადასტურა.

მალიკოვიჩის თქმით, იოკიჩს სურს კიდევ ერთი ოცნების - ოლიმპიადის ჩემპიონობის ასრულება.

ცნობისთვის, 2024 წელს პარიზში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს ამერიკის შეერთებული შტატებიც - ამერიკელებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ პრესტიჟის აღდგენა უნდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი