"ეს ბურთები უბრალოდ კლავენ - გამოსავალია მოსაძებნი" - ჩოგბურთში დიდი უკმაყოფილებაა » სპორტის ხაზი

"ეს ბურთები უბრალოდ კლავენ - გამოსავალია მოსაძებნი" - ჩოგბურთში დიდი უკმაყოფილებაა

"ეს ბურთები უბრალოდ კლავენ - გამოსავალია მოსაძებნი" - ჩოგბურთში დიდი უკმაყოფილებაა
19-10-2023, 00:18
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იმ ჩოგბურთელებს შეუერთდა, რომლებიც ბოლო პერიოდში ATP-სა და WTA-ს ბურთების გამო აკრიტიკებენ.

თავდაპირველად გასტაო ელიასმა განაცხადა:"ATP-ისგან მოვითხოვ გადამიხადონ ფული ფიზიოთერაპევტისთვის, რომელიც აუცილებლად დამჭირდება ამ საშინელი ბურთებით თამაშის შემდეგ. რამდენი წელია ტურზე ვთამაშობ და მსგავსი არაფერი მინახავს, ეს არაადამიანურია".

სერბმა ელიასის ეს სიტყვები დაადასტურა - "მართლაც არის კავშირი ბურთებსა და მაჯის, იდაყვისა და მხრის ტრავმების სიხშირეს შორის, მიზეზი ბურთების ასეთი ხშირი ცვლაა. მომხრე ვარ, რომ ჩოგბურთელებს თავად შეეძლოთ ტურზე, როგორი ბურთებით ითამაშებენ. რაღაც გამოსავალია მოსაძებნი" - განაცხადა ნოლემ.

ჯოკოვიჩს ეთანხმებიან ასევე ცნობილი ჩოგბურთელები დანილ მედვედევი და ალექსანდერ ზვერევიც. მედვედევმა თქვა, რომ ახალი ბურთები უფრო დიდი და მეტად ფუმფულა, რაც მომგებიანი დარტყმის შესაძლებლობას ძალიან აძნელებს და თითქმის შეუძლებელსაც ხდის.

გერმანელი ჩოგბურთელი ევა ლისი სუელში მიღებული ტრავმის გამო, WTA-ს უჩივის. კანადელი ვაშეკ პოსპიშილი კი ამბობს, რომ: "ეს ბურთები უბრალოდ კლავენ ჩვენს ორგანიზმს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი