ირლანდიამ ნიდერლანდებთან უნდა წააგოს რათა ევრო 2024-ზე მოხვდეს » სპორტის ხაზი

ირლანდიამ ნიდერლანდებთან უნდა წააგოს რათა ევრო 2024-ზე მოხვდეს

ირლანდიამ ნიდერლანდებთან უნდა წააგოს რათა ევრო 2024-ზე მოხვდეს
18-10-2023, 20:24
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ რთულად წარმოსაგენია როცა წაგება საუკეთესო გამოსავალია მაგრამ ირლანდიის შემთვევაში ეს სწორედ ასეა.

ბოლო შეხვედრაში ირლანდიამ საბერძნეთთან წააგო, რითაც ოფიციალურად დაკარგა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი.

თუმცა, ერთა ლიგის წყალობით მათ კვლავ აქვთ შანსი ჩემპიონატზე მოხვედრის.

ერთა ლიგის პლეიოფი საშუალებას აძლევს ტურინრზე მოხვედრის მათ, ვინც საუკეთესო შედეგები აჩვენეს ერთა ლიგის ჯგუფებში.

იმისათვის რომ ირლანდია ამ გზით მოხვდეს ევროზე, მათზე მაღლა სიაში არ უნდა იყოს შვიდზე მეტი გუნდი, ხოლო მას შემდეგ რაც ისინი ჰოლანდიასთან წააგებენ, რონალდ კუმანის გუნდი ავტომატურად მოხვდება საკვლაფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე და გაანთავისუფლებს კვოტას, რომელსაც საბერძნეთი და ირლანდია ავსებენ, ამ ორი გუნდიდან კი ირლანდია უფრო მაღალ პოზიციას იკავებს ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგების წყალობით.

შესაბამისად ირლანდია თუ ნიდერლანდებთან წააგებს, მოუწევს ერთა ლიგის პლეიოფის თამაში, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების შემთხვევაში ხდება ეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი