ანდრეა პირლომ, გასულ დროს მეტად გაზრდილ კრიტიკოსთა რიცხვს პასუხი გასცა:
"ეს კრიტიკა ნორმალურია: თუ იმარჯვებ, კარგი ხარ, თუ მარცხდები - არა. იტალიაში 60 მილიონი მწვრთნელია, თუმცა, მუშაობა ყველას არ შეუძლია. ადვილია ლაპარაკი, როცა სტადიონზე ან ტელევიზორის წინ ხარ. სულ სხვა ა, როცა ამ საქმეში ყოველდღე მუშაობა გიწევს. კრიტიკა ჩემზე გავლენას არ ახდენს, ჩემი იდეებით გავაგრძელებ მუშაობას" - თქვა ვეტერანმა იტალიელმა.
პირლო სამპდორიას გასული ზაფხულიდან წვრთნის. გუნდი ამჟამად სერია B-ში 45 ქულით მხოლოდ მერვე საფეხურზეა.