რონალდუ შეიძლება 99 როზგით დაისაჯოს - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

რონალდუ შეიძლება 99 როზგით დაისაჯოს - მიზეზი ცნობილია

რონალდუ შეიძლება 99 როზგით დაისაჯოს - მიზეზი ცნობილია
13-10-2023, 15:35
Aa Aa
გაზიარება:

შეიძლება კომიკურად ჟღერდეს, თუმცა "ალ ნასრის" მეგავარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს ირანში 99 როზგი ემუქრება - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Sharq Emroz ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე კრიშტიანუ რონალდუ თავის ცნობილ მხატვარ თანამემამულე ფატიმა ჰამამს შეხვდა, რომელსაც ჩაეხუტა და გადაკოცნა კიდეც.

ირანული კანონმდებლობის მიხედვით, ქალთან ასეთი ახლო ფიზიკური კონტაქტის უფლება მხოლოდ მაშინ გაქვს, თუ მანდილოსანი შენი მეუღლეა. რადგანაც რონალდუ და ფატიმა ჰამამი ცოლ-ქმარნი არ არიან, კრიშტიანუ სასჯელის საფრთხის წინაშე დგას, რომელიც 99 როზგს გულისხმობს.

ბუნებრივია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რონალდუ ირანული კანონით გასამართლდეს, თუმცა ლოკალური მედია წერს, რომ ამ წესის დარღვევისთვის, წესითა და რიგით, ნებისმიერი მამაკაცი უნდა დაისაჯოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი