მიქაუტაძე: "აიაქსსში ჩემს პოზიციაზე არ მათამაშებენ" » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე: "აიაქსსში ჩემს პოზიციაზე არ მათამაშებენ"

მიქაუტაძე: "აიაქსსში ჩემს პოზიციაზე არ მათამაშებენ"
13-10-2023, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძემ ტაილანდის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ისტორია დაწერა და პოკერი შეასრულა, რითიც შოთა არველაძის რეკორდი გააუმჯობესა ერთ მატჩში გატანილი გოლებით.

შეხვედრის შემდეგ ამსტერდამის "აიაქსის" ფორვარდმა განაცხადა, რომ საკლუბო დონეზე მას თავის პოზიციაზე თამაში არ უწევს:

"ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, რაშიც ოჯახიც მეხმარება. ვიცი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ვარჯიშებზე კარგად ვთამაშობ, მატჩებში კი ჩემს პოზიციაზე არ მათამაშებენ, თუმცა არაუშავს, დღეს შანსი მომეცა და გამოვიყენე.

კვიპროსთან ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს, გულშემატკივარს მოგების მოლოდინი უნდა ჰქონდეს",
- განაცხადა მიქაუტაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი