21 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა გაბრი ვეიგამ განაცხადა, რომ "ალ აჰლიში" გადასვლის მთავარი მიზეზი, ფული არ ყოფილა.
"სელტას" ყოფილი მოთამაშის დამატებით არაერთი დიდი გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის, "ნაპოლიც", მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველასგან მოულოდნელი არჩევანი გააკეთა და 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ აგვისტოში საუდის არაბეთში წავიდა.
"საუდის არაბეთში ფულის გამო არ წავსულვარ. მესმის, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ იყო სხვა მიზეზები, რამაც იქონია გავლენა ჩემს არჩევანზე.
ყველა იმ ვარიანტს შორის, რაც მე მქონდა, ეს იყო ის, რამაც საუკეთესო საშუალება მომცა გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და გავიზარდო ლიგაში, რომელიც ძალიან პროგრესირებს"- ამბობს 21 წლის ესპანელი.