"დანი ოლმო ბარსელონაში!" - BILD » სპორტის ხაზი

"დანი ოლმო ბარსელონაში!" - BILD

"დანი ოლმო ბარსელონაში!" - BILD
12-10-2023, 09:38
Aa Aa
გაზიარება:

"ლაიფციგის'' შემტევმა, დანი ოლმომ, კარიერა, შესაძლოა, კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელოს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

მათი ცნობით, უკვე, თითქმის სრულად გადაწყდა ის საკითხი რომ ესპანელი მომავალ ზაფხულს გერმანულ კლუბს დატოვებს.

ესპანურ მედიაში რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ კატალონიური გუნდის წარმომადგენლები (მათ შორის ხავიც) ოლმოს კატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ და "ბარსელონაში" გადასვლაში დაარწმუნეს.

ოლმოს "ლაიფციგთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 40 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა 3 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი