"კვარაცხელიას საკმაოდ რთული გვარი აქვს, მაგრამ ..." - ტაილანდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩამდე » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას საკმაოდ რთული გვარი აქვს, მაგრამ ..." - ტაილანდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩამდე

"კვარაცხელიას საკმაოდ რთული გვარი აქვს, მაგრამ ..." - ტაილანდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩამდე
12-10-2023, 00:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბერს, თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ამხანაგურ მატჩს ტაილანდის ნაკრებთან გამართავს.

თამაშამდე სტუმრების ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა ალეშანდრე პიოლკინგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხს შეეხო:

"ძალიან გვიხარია აქ ყოფნა და ამ დონის ნაკრებთან თამაში. ვიცი, რომ საქართველო დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაა. დიდი ხანი გერმანიაში ვცხოვრობდი და ბევრი ქართველი ფეხბურთელის თამაში მინახავს ცოცხლად, მაგალითად, ლევან კობიაშვილის "შალკეში" და სხვა ქართველი ფეხბურთელების. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა გველის. გვინდა, ვნახოთ როგორ შეგვიძლია ასეთი დონის ნაკრებთან თამაში. წინ კიდევ 1 ვარჯიში გვაქვს. ვეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ.

ტაილანდში ჩემი ცხოვრების პერიოდში ფეხბურთი საკმაოდ კარგად განვითარდა. იყო გარკვეული შეფერხებები, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი სწორ გზაზეა. ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ტექნიკურები და თავდაჯერებულები არიან. აზიაში საკმაოდ მაღალი დონის ნაკრებებთან კარგად წარმოვაჩინეთ თავი. ჩვენი საბოლოო მიზანი და ოცნება, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია - სწორედ ამისთვის ვმუშაობთ და ვემზადებით/

კვარაცხელიას საკმაოდ რთული გვარი აქვს, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელია. შეიძლება მისი შედარება ბრაზილიელ ფეხბურთელებთან, რადგან ტექნიკურად დაბალანსებულად თამაშობს. ის, რომ ხვიჩა ნაპოლის დონის გუნდშია და ასეთი მიღწევები აქვს, ბევრ რამეს ნიშნავს. ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება მის წინააღმდეგ თამაში, ამავე დროს ძალიან კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით მცველებისთვის.

საკმაოდ მკაფიო სათამაშო გეგმა გვაქვს. შემტევი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ, მაღალ პრესინგს, ბურთის შენარჩუნებას, მაგრამ ხშირად ყველაფერი კონკრეტულ მეტოქეზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ამხანაგური მატჩის მთავარი მიზანი შედეგი კი არ არის, არამედ ის, რომ გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში." - განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი