Guardian - მა 2023 წლის 60 საუკეთესო ტალანტი დაასახელა - ამ სიაში ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა » სპორტის ხაზი

Guardian - მა 2023 წლის 60 საუკეთესო ტალანტი დაასახელა - ამ სიაში ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა

Guardian - მა 2023 წლის 60 საუკეთესო ტალანტი დაასახელა - ამ სიაში ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა
11-10-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა გამოცემამ Guardian-მა 2023 წლის 60 საუკეთესო ტალანტი დაასახელა. ამ სიაში მოხვდა ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი, რომელიც დინამო თბილისის აკადემიაში ირიცხება.

"ფეიქრიშვილი მისი ასაკის ფეხბურთელებს შორის დინამო თბილისის აკადემიაში ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება. ეს კლუბი კი ცნობილია ისეთი ტალანტების გაზრდით, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი არიან. ფეიქრიშვილი ძლიერი ნახევარმცველია, რომელსაც საჯარიმოდან საჯარიმოში თამაში შეუძლია და ასევე კრეატიული მოთამაშეა. მას ბურთით შეტევაში გადასვლა მარტივად შეუძლია და გრძელი პასების საშუალებით მიმართულებებსაც ცვლის, ამასთან ერთად ის შეტევებს თავადაც ასრულებს. აღსანიშნავია, მისი ბურთის გარეშე მოძრაობა და ჭკვიანური პრესინგი.

ის სათამაშო სტილით სტივენ ჯერარდსა და ფედერიკო ვალვერდეს შორისაა. ფეიქრიშვილს საქართველოს, 17-წლამდე, 18-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები და ცოტა ხნის წინ თავის გუნდს "დარასელიას თასის" მოგებაში დაეხმარა, სადაც მონცა, ჯენოა და სევილია დაამარცხა. მან ფინალში სევილიის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, ბომბარდირიც გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც."
- წერს The Guardian.

Guardian - მა 2023 წლის 60 საუკეთესო ტალანტი დაასახელა - ამ სიაში ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი