მეტოქემ სხვა გზა აირჩია - ილია თოფურიას მოცდა კიდევ მოუწევს » სპორტის ხაზი

მეტოქემ სხვა გზა აირჩია - ილია თოფურიას მოცდა კიდევ მოუწევს

მეტოქემ სხვა გზა აირჩია - ილია თოფურიას მოცდა კიდევ მოუწევს
11-10-2023, 15:35
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ში მოასპარეზე ქართველ მებრძოლ ილია თოფურიასთვის, რომელიც უკვე დიდი ხანია ვოლკანოვსკისთან ბრძოლას ითხოვს, ცუდი ინფორმაცია ვრცელდება.

UFC 294-ზე გასამართი საჩემპიონო ბრძოლა ჩაშლის რისკის ქვეშ დადგა. ჩარლზ ოლივეირა ტრავმის გამო მახაჩევთან ჩხუბს ჩაეხსნა.

ყველაფერი ბრძოლის ჩაშლისკენ მიდიოდა, თუმცა, 10 დღით ადრე ალექს ვოლკანოვსკი ოქტაგონზე გასვლას დათანხმდა. ავსტრალიელს მახაჩევთან რევანშის აღება უკვე დიდი ხანია სურს.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომაც კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მებრძოლისა და ალექსის დაპირისპირებაზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო. ორთაბრძოლა 20 იანვარს უნდა შემდგარიყო. ვოლკანოვსკის მახაჩევთან ბრძოლა ნიშნავს, რომ ილიას კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი