წინა სეზონში “მილანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ პროდუქტიული იყო. ქართველმა გარემარბმა პენალტი გამოიმუშავა და მეტოქის სამ მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ხვიჩას მსურველების რიცხვი იყო “მილანიც”, თუმცა საბოლოოდ ხვიჩა ნეაპოლში აღმოჩნდა.
“მილანის” ერთ-ერთმა ქომაგმა სოციალურ ქსელში ასეთო პოსტი გამოაქვეყნა:
“საინტერესოა მალდინი ახლა რას ფიქრობს? დავიჯერო მას კალაძის ნომერი არ ჰქონდა, რომ დაერეკა და ეს ქართველი ჩვენთან ყოფილიყო?”