დე ლაურენტისი: "რუდი გარსიასთან რთული პერიოდი მაქვს" » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი: "რუდი გარსიასთან რთული პერიოდი მაქვს"

დე ლაურენტისი: "რუდი გარსიასთან რთული პერიოდი მაქვს"
11-10-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

ახალი სეზონის ცუდი სტარტის გამო "ნაპოლის" ხელმძღვანელობისგან რუდი გარსიას გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი ნეაპოლელების პრეზიდენტმა, აურელიო დი ლაურენტისმა დაარღვია და გულშემატკივარს რამდენიმე დეტალი გაანდო:

"რუდი გარსიასთან ახლა დროებით ცუდი პერიოდი მაქვს. მე მეწარმე ვარ და ჩემი საქმით ვარ დაინტერესებული, მსგავს საკითხებზე კი სპორტულ დირექტორს უნდა ესაუბროთ. ზოგადად, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები არასწორია.

როდესაც ისეთ მწვრთნელთან თანამშრომლობ, რომელმაც იტალიური ფეხბურთი აღარ იცის, შეიძლება პრობლემები შეიქმნას, ამას დრო სჭირდება. სამწუხაროდ, დროის დეფიციტის გამო რუდი გარსიასთან დიდ დროს ვერ ვატარებ",
- განაცხადა დი ლაურენტისმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.