უეფა და ალ-ხელაიფი არაბების წინააღმდეგ - ევროპაში კონკურენციის ეშინიათ » სპორტის ხაზი

უეფა და ალ-ხელაიფი არაბების წინააღმდეგ - ევროპაში კონკურენციის ეშინიათ

უეფა და ალ-ხელაიფი არაბების წინააღმდეგ - ევროპაში კონკურენციის ეშინიათ
10-10-2023, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

ევროპაში სუპერლიგის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, არაბებმა გადაწყვიტეს მსგავსი ფორმატი აზიაში დანერგონ, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩემპიონთა ლიგას, იტყობინება ცნობილი სპორტული გამოცემა BILD-ი.

უეფა და ალ-ხელაიფი რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგნი არიან, რადგან თუ გეგმა განხორციელდა ეს პროექტი მთლიანად გადაფარავს ჩემპიონთა ლიგის დიდი ფინანსების გამო.

როგორც მედიაში იწერება უეფას წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს ევროპული კლუბების ხელმძღვანელებს, რათა გააფრთხილონ ისინი პოტენციური საფრთხის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი იდეების მომხრეები ევროპაში ბარსელონა, იუვენტუსი და რეალი იყვნენ, რომლებთაც სურდათ ახალი ფორმატის შექმნა, რომელიც ფინანსურად მეტ სარგებელს მოუტანდა კლუბს, თუმცა ეს იდეა არ განხორციელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი