"ჩემი ოცნების ასრულება შევძელი, გაჩერების დროა" - ედენ აზარმა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა » სპორტის ხაზი

"ჩემი ოცნების ასრულება შევძელი, გაჩერების დროა" - ედენ აზარმა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა

"ჩემი ოცნების ასრულება შევძელი, გაჩერების დროა" - ედენ აზარმა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა
10-10-2023, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

32 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

"16 წლის და 700-ზე მეტი მატჩის შემდეგ გადავწყვიტე დავასრულო ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა. მე შევძელი ჩემი ოცნების რეალიზება, ვითამაშე მსოფლიოს ბევრ მოედანზე.

ჩემი კარიერის განმავლობაში გამიმართლა, რომ შევხვდი დიდ მენეჯერებს, მწვრთნელებს და თანაგუნდელებს - მადლობა ყველას ამ შესანიშნავი მომენტებისთვის, ყველა მომენატრებით.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ კლუბებს, რომლებშიც მითამაშია: ლილი, ჩელსი და მადრიდის რეალი; და მადლობა ბელგიის ფედერაციას, რათა მომცა ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მრჩევლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ახლოს იყვნენ კარგ და ცუდ დროს.

და ბოლოს, დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მამხნევებდნენ და მოტივაციას მაძლევდნენ.

ახლა დროა, რომ დავტკბე ჩემი საყვარელი ადამიანებით და დავიწყო ახალი ცხოვრება.
"
- წერს აზარი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი