კონტრაქტის გახანგრძლივება და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - კრიშტიანო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს » სპორტის ხაზი

კონტრაქტის გახანგრძლივება და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - კრიშტიანო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

კონტრაქტის გახანგრძლივება და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - კრიშტიანო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს
10-10-2023, 14:32
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ ალ-ნასრის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა იმის შესახებ, რომ სურს საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტის 2027 წლამდე გაგრძელება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ალი ალ-ჰარბიმ დაწერა.

წყაროს ცნობით, 38 წლის ფორვარდი გეგმავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს ალ-ნასრის ფეხბურთელის რანგში, რის შემდეგაც დაასრულებს პროფესიულ კარიერას.

შეგახსენებთ, რომ რონალდო არაბულ კლუბში ამა წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატში პორტუგალიელმა რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი