თოფურია - ვოლკანოვსკი შედგება! - რას ამბობს ილია » სპორტის ხაზი

თოფურია - ვოლკანოვსკი შედგება! - რას ამბობს ილია

თოფურია - ვოლკანოვსკი შედგება! - რას ამბობს ილია
10-10-2023, 13:59
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიას დიდი ხანია, რაც საჩემპიონო ბრძოლაზე აქვს პრეტენზია, რისთვისაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი უნდა დაამარცხოს.

El Hormiguero-თან ინტერვიუში ქართველმა მებრძოლმა განაცხადა, რომ სულ მალე მას ეს წადილი აუხდება და ქამრისთვის ბრძოლას შეძლებს:

"არაფერ განსაკუთრებულს არ ვგრძნობ, როცა ვიცი, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე ვოლკანოვსკი იქნება. არ მაინტერესებს ხოლმე, ვინ დგას ჩემ წინააღმდეგ ოქტაგონზე. დიდი ხანია, საჩემპიონო ბრძოლას ველი, ვოლკანოვსკის უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან ბევრს ვმუშაობ. ბევრისთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ 100%-ით მჯერა, რომ ეს ტიტული მე მეკუთვნის."

როგორც თოფურიამ აღნიშნა, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, ხოლო ვოლკანოვსკი - თოფურიას ბრძოლას სავარაუდოდ იანვარში ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი