"ბარსელონა" მესის ზამთარში ვერ დაიბრუნებს - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

"ბარსელონა" მესის ზამთარში ვერ დაიბრუნებს - მიზეზი ცნობილია

"ბარსელონა" მესის ზამთარში ვერ დაიბრუნებს - მიზეზი ცნობილია
9-10-2023, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

ლეო მესის "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ არგენტინელ ვარსკვლავს მოედანზე თებერვლამდე ვეღარ ვიხილავთ.

ამის შემდეგ მედიაში გაჩნდა ჭორები, რომ რამდენიმე თვიანი იჯარის წესით შესაძლოა მესი ევროპაში დაბრუნებულიყო, მთავარი ვარიანტი კი, რა თქმა უნდა, კატალონიის "ბარსელონა" იყო.

აქამდე მსგავსი შემთხვევა ყოფილა - ტიერი ანრი და დევიდ ბექჰემი იანვარში დროებით "მილანსა" და "არსენალში" დაბრუნდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მესის შემთხვევაში ეს არ განმეორდება.

მუნდო დეპორტივო იტყობინება, რომ "ბარსელონაში" ამ ოფციას არ განიხილავენ, რადგან ფინანსურად მესის დაბრუნება შეუძლებელი მისია იქნება.

ნაცვლად ამისა, "ბლაუგრანა" იანვარში ვიტო როკეს რეგისტრაციაზე კონცენტრირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი