ლევანდოვსკი: "იმედია, ჰოლანდს ის არ მოუვა, რაც მე მომივიდა" » სპორტის ხაზი

ლევანდოვსკი: "იმედია, ჰოლანდს ის არ მოუვა, რაც მე მომივიდა"

ლევანდოვსკი: "იმედია, ჰოლანდს ის არ მოუვა, რაც მე მომივიდა"
9-10-2023, 23:38
Aa Aa
გაზიარება:

ბევრის აზრით 2021 წელს ოქროს ბურთი რობერტ ლევანდოვსკის უნდა მიეღო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ლეო მესიზე გაკეთდა.

პოლონელი ფორვარდი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მას ეკუთვნოდა. ლევანდოვსკის თქმით, ის იმედოვნებს, რომ იგივე ბედი ერლინგ ჰოლანდსაც არ ეწევა:

"ვფიქრობ, 2023 წელს ოქროს ბურთს ერლინგ ჰოლანდი იმსახურებს. მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და პირველივე სეზონში მოხსნა პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი.

გუნდური თვალსაზრისით, "სიტიმ" სამივე ტიტული მოიგო, ამაში კი ნორვეგიელის წვლილი უდიდესი იყო. ამ წლის ოქროს ბურთი მას ეკუთვნის, ისევე, როგორც მე ვიმსახურებდი ამას 2021 წელს, იმედი მაქვს, ჰოლანდსაც იგივე ბედი არ ეწევა"
, - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი