ანტონიო კონტე გარსიას ნაცვლად? - როგორია იტალიელის პოზიცია » სპორტის ხაზი

ანტონიო კონტე გარსიას ნაცვლად? - როგორია იტალიელის პოზიცია

ანტონიო კონტე გარსიას ნაცვლად? - როგორია იტალიელის პოზიცია
10-10-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის თავკაცები გუნდის ბოლოდროინდელი გამოსვლებით უკმაყოფილოები არიან და დიდია იმის ალბათობა, რომ პარტენოპეი რუდი გარსიამ ძალიან მალე დატოვოს.

ამ სიტუაციის ფონზე დე ლაურენტისი ახალ თავკაცს ეძებს, რომელიც შეძლებს კლუბში სიტუაციის დალაგებას და წინა სეზონის მსგავსად წარმატების მიღწევას.

italian football-ის ინფორმაციით იტალიურ კლუბს ამ პოზიციაზე სამი კანდიდატი ჰყავს - იგორ ტუდორი, მარკო გიამპაულო და ანტონიო კონტე.

რა თქმა უნდა უპირველესი ამოცანა კონტეს დანიშვნაა, თუმცა როგორც წყარო სძენს იტალიელ სპეცელიასტს არ სურს შუა სეზონში კლუბის ჩაბარება და უპირატესობას სეზონის საწყისს ეტაპს ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს 54 წლის სპეციალისტი ტოტენჰემს წვრთნიდა, მანამდე ინტერს, სადაც სკუდეტო მოიგო, 2016-18 წლებში კი ჩელსის, რომელსაც ასევე ჩემპიონატის მთავარი ტიტული მოაგებინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი