ADnl : "აიაქსი" მორის სტეინს არ გაათავისუფლებს, მას სრული ნდობა აქვს » სპორტის ხაზი

ADnl : "აიაქსი" მორის სტეინს არ გაათავისუფლებს, მას სრული ნდობა აქვს

ADnl : "აიაქსი" მორის სტეინს არ გაათავისუფლებს, მას სრული ნდობა აქვს
10-10-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

აიაქსი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინსის გათავისუფლებას არ გეგმავს, ინფორმაციის ნიდერლანდური ტელეარხი ADnl ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით 49 წლის სპეციალისტს გუნდში სრულ ნდობას უცხადებენ და სჯერათ იმ პროექტისა, რომლის განხორციელებასაც ნიდერლანდელი თავკაცი უახლოეს პერიოდში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ აიაქსი ამჟამად ერედივიზიონში მე-16 ადგილს 5 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონაშია. რთული ვითარებაა ასევე ევროპა ლიგაზეც, სადაც გუნდი B ჯგუფში ორი ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და მოგების გარეშეა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კი მეტად გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ გიორგი მიქაუტაძეს ნიდერლანდურ გრანდში თავის დამკვიდრების საშუალება თითქმის არ ჰქონია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი