მატს ჰუმელსის დიდი მიღწევა - დორტმუნდის ისტორიაში რეკორდით » სპორტის ხაზი

მატს ჰუმელსის დიდი მიღწევა - დორტმუნდის ისტორიაში რეკორდით

მატს ჰუმელსის დიდი მიღწევა - დორტმუნდის ისტორიაში რეკორდით
9-10-2023, 18:13
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ, მე-7 ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე ბერლინის "უნიონი" 4:2 დაამარცხა.

ვეტერანმა მატს ჰუმელსმა მოედანზე 72 წუთი დაჰყო და მეტად მნიშვნელოვანი რეკორდიც შემოგვთავაზა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ 34 წლის მცველმა გერმანულ კლუბთან ერთად 207-ე მატჩი მოიგო.

აღნიშნულ რეკორდს აქამდე 206 ჩატარებული შეხვედრით მიქაელ ცორკი ფლობდა.

გერმანელი მცველი "შავ-ყვითლებს" 2019 წელს, მიუნხენის "ბაიერნიდან", 3 წლიანი "განშორების" შემდეგ დაუბრუნდა.

ბუნდესლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, "დორტმუნდი" 17 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს და "ლევერკუზენს" (19), "შტუდგარტს" (18) და "ბაიერნს"(17) ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი